რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან

უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიასთან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩაზე, მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ხოლო თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განალაგეს, ასევე ავტობუსები, სადაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებიან.
მომიტინგეები საკუთარ პროტესტს პერიოდულად სასტვენებითა და სხვადასხვა შეძახილებით გამოხატავენ, ასევე სკანდირებენ: „საქართველო“. მათ რამდენჯერმე გამოიყენეს პიროტექნიკა, პოლიციის მისამართით კი ლაზერი.
ცოტა ხნის წინ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბესიკის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრებს თავს უცნობი პირები დაესხნენ. ასევე, თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ივანიშვილის ამოცანაა, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, 2028 წლის არჩევნები “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს – მხოლოდ პარტიებთან კი არ აქვს პრობლემები, ირაკლი კობახიძეც პოლიტიკურ ეშაფოტზეა, მაგრამ მომენტს ვერ არჩევს