“სირიაში აურზაურია, მაგრამ ის არაა ჩვენი მეგობარი, და აშშ-ს იქ არაფერი ესაქმება. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს. არ ჩაერიოთ!” – ტრამპი

“სირიაში აურზაურია, მაგრამ ის არაა ჩვენი მეგობარი, და -ს იქ არაფერი ესაქმება. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს. არ ჩაერიოთ!” – ტრამპი
“ოპოზიციის მებრძოლებმა სირიაში, უპრეცედენტო ნაბიჯით, მრავალი ქალაქი სრულად აიღეს, ძლიერ კოორდინირებული იერიშის ფარგლებში, და ახლა დამასკოს გარეუბნებთან არიან;” – ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს და სირიაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს ეხამურება.
ტრამპისთვის ცხადია, რომ ემზადებიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.
„ოპოზიციონერმა მებრძოლებმა სირიაში უპრეცედენტო სვლით მთლიანად დაიკავეს რამდენიმე ქალაქი უმაღლესად კოორდინირებული შეტევის შედეგად და ახლა დამასკოს შემოგარენში იმყოფებიან და აშკარად ემზადებიან მორიგი დიდი ნაბიჯის გასაკეთებლად ასადის ჩამოსაგდებად. რუსეთს, იმის გამო, რომ ასე დაკავებულია ში, სადაც 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, როგორც ჩანს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს მარში სირიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის წლების განმავლობაში იცავდა. სწორედ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, დაეცვა წითელი ხაზი ქვიშაზე და დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ს ჩარევით. თუმცა ახლა მათ, ისევე როგორც, სავარაუდოდ, თავად ასადსაც, როგორც ჩანს, აძევებენ და ეს შესაძლოა, იყოს საუკეთესო რამ, რაც მათ შეიძლება დაემართოთ. რუსეთი არასდროს იღებდა დიდ სარგებელს სირიისგან, ობამას ნამდვილად სულელად წარმოჩენის გარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირია არეულობაა, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. დაე, გათამაშდეს. ნუ ჩაერევით!“, – წერს დონალდ ტრამპის თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.