სირიის კონფლიქტი -ის საქმე არ უნდა იყოს –

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია -ის პრეზიდენტად არჩეული ს პოზიციის შესახებ სირიის კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობის თაობაზე.
ტრამპმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში, როცა ამბოხებული ძალები ემუქრებიან ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. “სირიაში არეულობაა, მაგრამ ის არ არის ჩვენი მეგობარი და ის აშშ-ს საქმე არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. რაც იქნება იქნება, არ ჩაერიოთ!”- გაავრცელა თავისი მოსაზრება დონალდ ტრამპმა Truth Social-ის – თავისი სოციალური პლატფორმის საშუალებით.
7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა, რომელთა სათავეში მყოფი ძალა, სხვათა შორის, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი, გამოაცხადეს, რომ დაიკავეს ქალაქი სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. საფრთხე შეექმნა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. ასადის ადგილსამყოფელი დაზუსტებით არაა ცნობილი. მეამბოხეებმა ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია