“ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ…” – ინგა გრიგოლია

ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ (ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ეს მგონია) – ქოცების მომხრეებმა, თუ მათ სურთ ტერორის შეჩერება ქვეყანაში, რაც, დარწმუნებული ვარ, მათაც ანადგურებს მორალურად, თავად უნდა დაუფიქსირონ, რომ სასწრაფოდ, ყოველგვარი მაგრამის გარეშე განთავისუფლდეს ყველა დაჭერილი პოლიტიკური პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თუ მართლა ადარდებთ ქვეყანა, თავად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სათითაოდ და ხმამაღლა დაუფიქსირონ ივანიშვილს, რომ ემიჯნებიან ტერორს, რასაც გვიწყობენ. არ ვუყვარვართ, ვერ გვიტანენ, მაგრამ ემიჯნებიან ამ ჯოჯოხეთს და როგორც გამოსავალი, ისე შესთავაზონ. მერე წავიდნენ და ისევ ოცნებას მისცენ ხმა, ვინც მართლა აძლევს. ახლა ესაა ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გადაარჩენს ! ვფიქრობ, ვფიქრობ და სხვა ვერაფერი შეაჩერებს იმ კოშმარს, რაც ქუჩებში ხდება. თავისივე მომხრეების პოზიცია თუ შეაჩერებს ამას,სხვა არაფერი!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ