Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა – სოლიდარობა თანამოქალაქეებს

Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა. ამ გზით, Setanta Sports-ი სოლიდარობას უცხადებს თანამოქალაქეებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი.
Setanta Sports-ის განცხადებით, ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად უჭირთ კომენტირება გააგრძელონ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარონ.
“Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ.
სოლიდარობა თანამოქალაქეებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი”, – აცხადებს Setanta Sports.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, 7 დეკემბერს იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.