თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.
მსახიობ ნინო კასრაძის განცხადებით, ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
მსახიობის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში გაუშვან.
„ეს არ ეხება მხოლოდ იმას, ევროპაში გვინდა წასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი სახელმწიფო გვინდა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობრივი მეთოდები, ახალგაზრდებს ცხოვრება უნდათ და დამერწმუნეთ, მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდათ.
ის ვიცი, რომ წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში დარჩეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ამათგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ მისი ციხეში გამოკეტვა ისეთი დანაშაულია, ვერ გეტყვით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კასრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში