ამერიკული ტექკომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ციკოლია, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 7 დეკემბრის ღამით ნიკოლოზ ალავიძისა და მისი შვილის დაკავებას ეხმიანება.
როგორც ციკოლია სოციალურ ქსელში წერს, ის გმობს ძალადობას, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება.
“7 დეკემბერს, ჩემი კოლეგა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი – ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი – ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება და სასწრაფოდ ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას! #არაძალადობას”, – წერს გიორგი ციკოლია.
7 დეკემბერს ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს.
