“კალაძე კოლაბორაციონისტია, რუსეთი იმიტომ აირჩია, რომ საქმე დიდ ფულშია, ან…” – ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი თავის სამშობლოს მიერ კალაძის დასანქცირებაზე
კიევის “დინამოს” ყოფილმა მეკარე სვიატოსლავ სიროტამ სვიატოსლავ სიროტამ ადგილობრივ “სპორტ ექსპრესთან” ინტერვიუში კახა კალაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინის მთავრობამ დაასანქცირა.
“სიმართლე გითხრათ ამ თემის განხილვაც არ მინდა. რა უნდა ვთქვა ამ კოლაბორაცინისტზე და “პიდ***ასტზე”? ის რუსეთის მხარეს გადავიდა, საჭიროა რომ ნაკლები ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ადამიანებზე როგორიც კალაძე და ტიმოშუკია. ისინი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავიდნენ, დიდი შეცდომა იყო რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში საერთოდ არსებობდნენ.
რატომ აირჩია კალაძემ რუსი პოლიტიკოსის გზა? – ჩემი აზრით საქმე დიდ ფულშია, ასე რომ არ ყოფილიყო და
ზემოდან ამდენი ფულით არ გაევსოთ, ნორმალური ადამიანი იქნებოდა.
კალაძემ საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა. მან ეს გააზრებულად გააკეთა, ახლა გასარკვევია რა იყო მოტივი. საქმე ან დიდ ფულს ეხება ან ის ძალიან სულელი ადამიანია და საკუთარი ქმედებების შედეგები ვერ გაუაზრებია.
მისი გამოთქმა რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება რაშიც ის გულისხმობს რომ უკრაინიზაცია რუსებთან ომს გულისხმობს ეს ზღაპარია ღარიბებისთვის.
ქართველებს უკვე ჰქონდათ ომი რუსებთან და კარგად დაინახეს რომ ყველა ქვეყანას მხარი უნდა დაიჭირონ და არა რუსეთის მონები იყვნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, კალაძე არ ფიქრობს თავის ხალხზე. თუ რუსეთი ისევ შევა საქართველოში, ეს ქვეყანა ისევ რუსეთის პროვინცია გახდება და ქართველები ისევ დაიწყებენ საზამთროებით ვაჭრობას პეტერბურგის ბაზრებში”, – თქვა სიროტამ.