რუსკა მაყაშვილი: ერთი მინდა იცოდეთ …

სახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა, „იმედი“ დატოვა. მსახიობი სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთი მინდა იცოდეთ, იმედში ძალიან ბევრი გადასარევი ადამიანი მუშაობს, საოცარი გუნდი ვიყავით, გასაგიჟებელი! მაკა ლომიძე ცალკე სხვა თემაა, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის! ყველას თავისი სიმართლე აქვს, თუმცა როცა სხვისი სიმართლის არ გჯერა, უნდა გაეცალო!“ – წერს რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ 5 დეკემბერს დატოვა. როგორც ტელეწამყვანი წერს, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია.

„ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერს რუსკა მაყაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს