– სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! – ხელისუფლება მძიმედ დაამთავრებს

სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! დღეს ყველანი ისევ რუსთაველზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „მძიმედ დაამთავრებს“.
“ეს რუსული სისასტიკით აქციების დარბევა უკან დაგიბრუნდებათ კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ხალხის სახით. რობოკოპი, მხუთავი აირი და წყლის ჭავლი ვერ დაგიცავთ, როგორც ამბობენ, ხიშტებზე დიდხანს ვერცერთი ხელისუფლება ვერ ძლებს, მძიმედ დაამთავრებთ.
დამრბევებმა კი უნდა იცოდნენ, ნიღბები ვერ დაგიცავთ, გაემიჯნეთ ძალადობას დადექით ხალხთან! რადგან თქვენ უკვე დამარცხდით. სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! დღეს ყველანი ისევ რუსთაველზე. საქართველო ვართ ჩვენ! არ ვიღლებით! არ გვეშინია! არ ვნებდებით!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ