ანზორ კვარაცხელია – ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის

ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის, – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაცხადა, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
მან მოსამართლეს ადვოკატების შუამდგომლობის გათვალისწინება სთხოვა, რომლებმაც სასამართლოში კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართეს, ალტერნატივის სახით კი, მოსამართლეს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.
ამ წუთებში ანზორ კვარაცხელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს