18 ოქტომბრიდან ამ პოზიციას ინარჩუნებს “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით, სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი ს ციხიდან დახსნისთვის –

“ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მტრობა” – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ს მიერ ჩეხეთში დაგეგმილ ვიზიტს. ს თქმით, საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც გააზრებულად არღვევს კონსტიტუციას, დარტყმას აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, თუ ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტს გამართავს ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში და ღია დარღვევა.
“ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, არც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია. ის არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა და სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება. ადრეც ვამბობდი, ჩემი რჩევა იქნებოდა, მან არ გახსნას “პანდორას ყუთი” კონსტიტუციის დარღვევისა, ვინაიდან თუ ის ამ ყუთს გახსნის, მაშინ კარგავს უფლებას, სხვას მიუთითოს კონსტიტუციის დარღვევაზე და თუ ის ღიად, განზრახ არღვევს კონსტიტუციას სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, მას აღარ შეიძლება შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის მიმართ არ დაირღვეს კონსტიტუცია.
18 ოქტომბრიდან სალომე ზურაბიშვილი ამ პოზიციას ინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაშალა იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კონსტიტუციის დარღვევა. რომ არა “ნაციონალური მოძრაობა,” იმპიჩმენტი შედგებოდა და სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა ამ თანამდებობაზე. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს არ გააკეთა, რადგან კი არ უფრთხილდება კონსტიტუციურ ორგანოებს, მათ აქვთ პირდაპირი მიზანი ს ციხიდან დახსნისა და სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის საფუძველი. სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, ამ ღონისძიებებით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ხელში,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა

ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია