ნათია მეზვრიშვილი: ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა

“ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა. ამაზე ერთადერთი პასუხი უნდა იყოს: ორჯერ მეტი ადამიანი ქუჩაში და მასშტაბური გაფიცვა. გამოდით გარეთ და გაიფიცეთ. ციხეში არც ასიათასობით მოქალაქის ადგილია და ვერც ასიათასობით მოქალაქეს გაგყრიან სამსახურიდან. ყველა ერთად დგას? მოგებულია. გულგრილი ვრჩებით? ახალგაზრდები გვრჩება ციხეში, კიდევ უფრო მეტს იჭერენ და შეურაცხადების დიქტატურაში ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ვინც არ გამოდიხართ და არ იფიცებით, თქვენ ეიმედებით სისტემას. მესმის რთულია, მაგრამ მარტივი არავისთვისაა. მარტივი არაა იმ დედისთვის ეპილეფსიის მქონე 19 წლის შვილი რომ გასტაცეს ცხვირწინ. პირველ რიგში, ბიზნესი, გაინძერით!
გამოაცალეთ საყრდენი მოძალადეებს, რომლებიც დასუსტებულები და ურესურსო არიან. სრულად აქვთ დაკარგული კონტროლი და დღეს ეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როცა
მოწმენდილ ცაზე ნერვებმა უმტყუნათ.
დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ამათ კი არ გაგვყარონ, ჩვენ გავყაროთ ესენი და ამ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთად უფრო სწრაფი და მოკლე გზაა გამარჯვებამდე,” –  წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ასე რომ, ნაც. რეჟიმის გასამართლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება არც ისე შორს უნდა იყოს. რაც შეეხება “ჩვენს” ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ჭკუით არ მოიქცევა…

ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი – ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ