მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში, ადმინისტრაციული წესით ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის
ორი მოქალაქეა დაკავებული.
უწყება, ასევე განმარტავს, რომ პოლიციამ თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, მოქალაქეების “ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება” “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.
“პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – ვკითხულობთ -ს ინფორმაციაში.
პოლიციის მიერ მეტროში მოქალაქეების ჩხრეკას განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ შეამოწმოს მოქალაქეები.
ომბუდსმენის განმარტებით, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…