მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, პარიზში -ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ხვალ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.
„უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე, ღონისძიებას დაესწრება“, – განუცხადა „ფრანს-პრესს“ უკრაინულმა წყარომ.
ცნობისთვის, ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს სექტემბერში, ნიუ-იორკში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ