თამო კეშელავა: მეტროებში დახვედრის შემდეგ, სახლებში მასშტაბური შემოვარდნებიღა დარჩა

“მეტროებში დახვედრის შემდეგ, სახლებში მასშტაბური შემოვარდნებიღა დარჩა.
მანქანების გაჩერება, ხალხის ჩამოყრა და ცემა უკვე იყო.
ვისაც გგონიათ არ იზამენ, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეტროებიდან გაიტაცებდნენ ცემით ხალხს!
ან პოლიციელი მშვიდად დადგებოდა და უყურებდა, მისგან ორ ნაბიჯში როგორ სცემდნედ ადამიანს!
დღესაც უვარდებიან სახლებში, შერჩევით
ხვალ შემოვლენ მასშტაბურად, შერჩევის გარეშე,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც