რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს.
მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ უამრავი მოთხოვნა შევიდა. მოთხოვნებს შორის იყო რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო კამპანია საზღვარგარეთიდან ორგანიზებული მანიპულაციების შედეგი იყო.
შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე ოპოზიციური პარტიის „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ ლიდერი, ელენა ლასკონი გავიდა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.