კალაძე – მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

თბილისის მერმა, მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მადლობას უხდის „-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება“.

„ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.

მინდა, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი უბედურება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს