ნაუსედა: დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში ლატვიისა და ს პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავენ.
ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.
“უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც ს ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ქართული საზოგადოება ოკუპანტისა და აგრესორის წინააღმდეგ ერთად დადგა. ამჯერად, ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი”, – განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
“საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.