ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა რუსეთის წინააღმდეგ ომში “გლობალური სამხრეთის” მხარდაჭერის მოსაპოვებლად

უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში გაემგზავრა. გზად ის კაბო ვერდეში შეჩერდა. შემდეგ ის არგენტინაში დაესწრება ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციას.
ეს ზელენსკის პირველი მოგზაურობაა ლათინურ ამერიკაში, სადაც ის შეეცდება მხარდაჭერა მოიპოვოს თავისი ქვეყნისთვის რუსეთთან ომში.
ზელენსკი 9 დეკემბერს შეხვდა კაბო ვერდეს პრემიერმინისტრს, ულის კორეია ე სილვას. მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში შეხვედრას მან უწოდა “ლიდერების პირველი შეხვედრა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში”. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კაბო ვერდეს უკრაინისთვის მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მოიწვევს “გლობალურ სამშვიდობო სამიტს” და გაიყვანს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ემყარება უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას და 1991 წლის – პოსტსაბჭოთა საზღვრების აღიარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი – “დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ და უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას – ეს პირდაპირი გამოწვევაა ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის

ლელა ჯეჯელავა – თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ივანიშვილი და სისტემა, რომელიც შექმნა – ქვეყანაში რაც ხდება, ამას “ბეზპრიდელი” ჰქვია, სახელმწიფოს ნაცვლად, მივიღეთ წუმპე, ივანიშვილის კორპორაცია