ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები: ვგმბოთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ოცნების გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრინების თემაზე, იმედგაცრუებულები არიან.
“ვინაიდან ინტეგრაცია ევროკავშირში არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულება, გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ამ თემაზე 2028 წლამდე. ეს სერიოზული დარტყმაა ქართველი ხალხის იმედებზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგები დაამძიმა სერიოზულმა დარღვევებმა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა.
ვგმობთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და იმ ადამიანების დაპატიმრებას, ვინც თავის უფლებებს იყენებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედაში ერთმანეთს ს პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეხვდნენ.