ესტონეთის პრეზიდენტი – ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ

ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ესტონეთი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ თავის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, მათი ხმის გაგონება და მშვიდობიანი პროტესტის უფლების პატივისცემა უნდა მოხდეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ალარ კარისმა.