რა თქმა უნდა გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა შემოვა ინვესტიციები, – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. პირველ რიგში, გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთავრობა განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.