“რას ელოდებით, რა იქნება?” “გვცემენ, გვიჭერენ, დაგვსდევენ”– რა ხდება მარჯანიშვილის თეატრში

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობები შევიდნენ – ისინი თეატრის ხელმძღვანელთან, გოგი მარგველაშვილთან დისკუსიას მართავენ და მისგან ითხოვენ დააფიქსიროს პოზიცია. გოგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ძალადობას ზოგადად ემიჯნება და რომ ყველა ძალადობის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. თანამშრომლები მას უხსნიან, რომ ქართული ოცნება არც აპირებს ამ საქმეების გამოძიებას. ისინი სთხოვენ, ძალადობის კონკრეტული ფაქტები დაგმოს.
მსახიობები, დრამატურგები, რეჟისორები:
–რას ელოდები, რა იქნება?
–დაგვსდევენ ქუჩებში, სახლებში გვივარდებიან, გვცემენ, გვაგინებენ და გვწერენ.
–ნათია ბუნტურს რომ ცხვირი გაუტეხეს, ამაზე ვერ გამოხატავთ სოლიდარობას?
–ჩვენ გამოვაცხადეთ გაფიცვა, ამ თეატრის მსახიობმა, შალვა რამიშვილის ეთერში, იმ შალვა რამიშვილის, რომელმაც თქვა, რომ ბორდელის გაფიცვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თეატრის, არ დაგვიცვა, დაგვამცირა, ეს არის სამარცხვინო.
–ბატონო გოგი, დაჭერილი უამრავი ადამიანი, ასეთ შემთხვევაში, ყველას შეგვიძლია რაღაცა ისეთი ვთქვათ, რაც გააჩენს მშვიდობის, უკეთესობის შესაძლებლობას. გამოცხადდეს, სანამ ანდრო ჭიჭინაძე და სხვა დაკავებულები არ იქნებიან თავისუფლები, დაიკეტოს მანამდე ყველაფერი და დამთავრდეს. სხვანაირად არ წარმომიდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს