“დამარტყა სახეზე, მერე წაქცეულს წიხლებს მირტყამდნენ” – “პუბლიკის” ჟურნალისტი, რომელსაც ექიმის დახმარება სჭირდება, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

გამოცემა “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს უცნობი პირი ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაეხა. მას წარბი აქვს გატეხილი და თავის ძლიერი ტკივილი აღენიშნება. ჟურნალისტი პოლიციამ თაბუკაშვილზე განყოფილებაში გადაიყვანა.
“არც კი ვიღებდი, არც კამერა მქონდა ხელში და არც ტელეფონი, უბრალოდ მასალებს ვტვირთავდი, როდესაც, ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, თავიდან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მარტო ვიყავით იქ და არ უნდა მოსულიყო ესე ახლოს, საეჭვო იყო და რომ ვკითხე რა ხდება მეთქი მუშტი დამარტყა სახეზე. მივხვდი, რომ არ ჩერდებოდა და დამაგდო ძირს, მერე წიხლებს მირტყამდა, მაგ დროს უკვე რამდენიმე იყო სავარაუდოდ, რადგან ორი ადამიანის ხმა მესმოდა მე მგონი. მერე ხალხმა დაინახა და მოვიდნენ, მე ვეუბნებოდი რომ პრესა ვიყავი, თან მეკეთა ბეიჯი. მერე უკვე გაიქცნენ. კადრები არის, რომ მირბიან…. თავის ტკივილი მაქვს ძლიერი და სათვალეები გამიტეხეს, მაგრამ მაგას აღარ ვჩივი… არ ვიცი როდის მომცემენ სასწრაფოს გამოძახების საშუალებას. არანაირი ფორმა არ ეცვა, იყო შავებში ჩაცმული და პირბადე ჰქონდა აწეული,” – ჰყვება მინდია გაბაძე “პუბლიკას” ლაივში.
ჟურნალისტზე თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პოლიციას, რომელიც იქვე იდგა და უყურებდა მოძალადე არ დაუკავებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს