თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს.
პროტესტის მონაწილეები ცოტა ხნის წინ თეატრის მთავარ დარბაზში შეუშვეს. ამ წუთებში მომიტინგეებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს.
მანამდე თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულებს შორის არიან უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
მარჯანიშვილის თეატრის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
