„ძალიან გთხოვთ ლაშა ტალახაძეს ბეყეს და უინტელექტოს ნუ ეძახით“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
„ძალიან გთხოვთ ლაშა ტალახაძეს ბეყეს და უინტელექტოს ნუ ეძახით. საერთოდ არაა მასე. მაგ კაცს საბჭოთა კავშირის დროს რომ ეასპარეზა უნიჭიერესი ფარცოვშიკი დადგებოდა მისგან. წაიღებდა აქედან ზოგიერთი გორელი მოჭიდავესავით შავ ხიზილალას და გადაცვლილი მოხარშული ჯინსებით თუ “ჟუაჩკებით” ივაჭრებდა გაჩიანის ბაზრობაზე. რაც შეეხება ახლანდელს, კაცმა ისე ხელსაყრელად გადაახურდავა 3 ოქროს მედალი 30 ვერცხლზე, რომ ნამდვილად იმსახურებს ორი სამი სავალუტო ჯიხურის ჩადგმას პარლამენტის წინ.“

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში