ირანი კოსმოსში რაკეტის წარმატებით გაშვებას იტყობინება

ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოსმოსში წარმატებით გაუშვა რაკეტა.
საქმე ეხება რაკეტა-მატარებლის -“სიმორღის” – სტარტს. მან თანამგზავრი უნდა გაიყვანოს დედამიწის ორბიტაზე.
სტარტი განხორციელდა იმამ ხომეინის კოსმოდრომიდან, რომელიც სემნანის პროვინციაში მდებარეობს.
დასავლეთში ითვლება, რომ “სიმორღის” პროგრამის მიზანია, ისლამურმა რესპუბლიკამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა გააუმჯობესოს. დამოუკიდებელ წყაროებს რაკეტის წარმატებული გაშვების ფაქტი არ დაუდასტურებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში