ნიკა გვარამიას ადვოკატი – ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სპექტაკლში, რომელშიც მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი კი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს

ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში, სადაც სამწუხაროდ, როლები იყო განაწილებული. სპექტაკლში მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს და ჩვენც გვიწევდა ს ინტერესების დაცვა, – ასე აფასებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. მეუხერხულება, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ამ ქვეყანაში სიტყვებმა: „სასამართლო“ და „სამართალდამცავი“ ფასი დაკარგა, რადგან სამართალდამრღვევებად სწორედ ეს ორი სისტემა იქცა. ეს ორი სისტემა ემსახურება რუს ოლიგარქს, ამ ორი სისტემის მეშვეობით ივანიშვილი ცდილობს ამ ქვეყნის სთვის ჩაბარებას.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაში სასამართლომ თქვა, რომ ნიკა გვარამიამ არ შეასრულა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა და ამის გამო შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, 12 დღით. ცხადია, უამრავი დარღვევა იყო, როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომ, რომ მე პირადად ზუსტად ვიცოდი, ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში, სადაც სამწუხაროდ, როლები იყო განაწილებული. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს და ჩვენც გვიწევდა ნიკა გვარამიას ინტერესების დაცვა, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც მტკიცებულებებს, არც არგუმენტაციას – გამოცხადდებოდა ის გადაწყვეტილება, რა დავალებაც იყო გაცემული“, -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კოალიციის ლიდერი დააკავეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.