სანავთობო გიგანტმა Chevron–მა, პანდემიის შემდეგ პირველად, საინვესტიციო პროგრამა შეამცირა – მედია

სანავთობო გიგანტმა Chevron–მა, პანდემიის შემდეგ პირველად, საინვესტიციო პროგრამა შეამცირა – მედია
ამერიკულმა სანავთობო გიგანტმა Chevron Corp.–მა შეამცირა თავისი საინვესტიციო პროგრამის ზომა პირველად 2021 წლის შემდეგ, როდესაც ინდუსტრია გამოეხმაურა ნავთობის ფასების კოლაფსს კორონავირუსული პანდემიის შედეგად – წერს Financial Times.
კომპანიის კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს 14,5-15,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი, მიმდინარე წლის 15,5-16,5 მილიარდი დოლართან შედარებით.
„ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციებს მაღალშემოსავლიან, დაბალი ნახშირბადის პროექტებში, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი“, – თქვა Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 1,5 მილიარდ დოლარამდე ხარჯებს და ჩამოწერას დააფიქსირებს.
interfax