საქართველოს მთავრობამ თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას. მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება – ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, საქართველოს მთავრობამ „თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას” და „მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება“. ამის შესახებ ბერბოკმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. მის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„ქედს ვიხრით საქართველოში იმ ადამიანების სიმამაცის წინაშე, რომლებიც ქუჩებში გადიან დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად. საქართველოს მთავრობამ თავისი სიტყვებითა და ქმედებებით გადაუხვია ევროპულ გზას. მის ხელშია ამ გზაზე დაბრუნება“, – განაცხადა ბერბოკმა.
