ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი.. ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი – “ნაპოლის” ზამთრის სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია

“ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას IL MATTINO ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” ამ პოზიციაზე 5 კანდიდატს განიხილავს, საუბარია პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველ მარკ გეჰიზე, 23 წლის ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, საუბარია ყოფილ მსოფლიო ჩემპიონსა და ერთ დროს “ბაიერნისთვის” შეუცვლელ მოთამაშეზე ჟერომ ბოატენგზე. გერმანელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.
ასევე “ნაპოლი” მაქს კილმანის (ვულვზი), დავიდ ჰანკოსა (ფეიენოორდი) და ედმონ ტაპსობას (ლევერკუზენი) ვარიანტებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში