OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვები გაახანგრძლივეს

OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება დღეში 2,2 მილიონი ბარელით გაახანგრძლივეს 2025 წლის მარტის ბოლომდე, ხოლო 1,65 მილიონი ბარელით დღეში – 2026 წლის ბოლომდე – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე ოპეკი–პლიუსის ქვეყნების მინისტრებს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
„დღეში 2,2 მილიონი ბარელიანი კორექტირება შემდეგ ეტაპობრივად გაუქმდება ყოველთვიურად, 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე, ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.