Bloomberg-მა 2023 წლის ყველაზე მდიდარი ოჯახები დაასახელა

გამოცემა Bloomberg-მა 2023 წლის 25 ყველაზე მდიდარი ოჯახის სია შეადგინა. სიას არაბთა გაერთიანებულ საამიროს, აბუ-დაბის მმართველი, ალ ნაჰაიანის ოჯახი ლიდერობს. შვიდი საამიროდან ერთ-ერთის შეიხთა დინასტიას მფლობელობაში $305 მილიარდი აქვს.
სტატიის თანახმად, ალ ნაჰაიანის ოჯახი, ჯერ კიდევ ნავთობის ბიზნესის აყვავებამდე, ათწლეულების განმავლობაში მართავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროს წარმოადგენს.”
მეორე ადგილს $259.7 მილიარდით, უოლტონების ოჯახი იკავებს. ისინი -ის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის მ აქციების პაკეტის 46%-ს ფლობენ. ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ქონება $35.2 მილიარდით გაიზარდა. სამეულშია ერმეს ოჯახი, რომელიც ფრანგული მოდის სახლის, Hermes-ის მფლობელია. მათი აქტივები $150.9 მილიარდს შეადგენს.
· მარსების ოჯახი, საკონდიტრო კომპანია Mars-ის მფლობელები, $141.9 მილიარდი;
· ყატარის მმართველი ალ ტანის დინასტია, $133 მილიარდი;
· კოხების ოჯახი, ნავთობქიმიური კორპორაცია Koch Industries მფლობელები, $127.3 მილიარდი;
· ს სამეფო ოჯახი ალ საუდი, $112 მილიარდი;
· ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Reliance Industries მფლობელი, $89.9 მილიარდი;
· მოდის სახლ Chanel-ის მფლობელი ვერჰაიმერების ოჯახი, $89.6 მილიარდი;
· საინფორმაციო სააგენტო Reuters-ისსაკონტროლო პაკეტის მფლობელი ტომპსონების ოჯახი, $71.1 მილიარდი;