ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები – ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს ში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით.
ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას” საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ.
„როგორც ვატყობ, სგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს , იმ ფონზე რომ არ გარბევენ. პირიქით ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ახლა როცა თვითონ აქვთ არა სახარბიელო სიტუაცია. ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი. არ აჰყვეთ მათ თამაშს , მათ “ვითომ” შერბილებულ ქცევას, ეს არის დროებითი,მოჩვენებით მათი ქცევა , სანამ ისევ სულს გამოითხოვენ. აქამდე ისინი იყვნენ აგრესიულები ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ. ნუ აჰყვებით მათ თამაშს!!!!”, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, მადლობა ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ