20 წლის ლუკა ჯაბუა საკუთარ სახლთან დააკავეს – ადვოკატი

დღეს გამთენიისას 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს – აქტივისტი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. მასთან უფლებადამცველი იყო შესული.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მას ჩასაფრება მოუწყვეს საკუთარ სახლთან და დილით, როდესაც სახლიდან გამოდიოდა, დააკავეს.
20 წლის ბიჭს, რომელიც მეგობრებთან ერთად აქციაზე დადიოდა, ძალადობას, პოლიციელზე თავდასხმას და ნივთის დაზიანებას ედავებიან.
თავად დაკავებული ვერ ხვდება, თუ რომელ ეპიზოდზეა საუბარი, რადგან მისი თქმით, აქციის უკანა ფლანგზე იმყოფებოდა.
20 წლის ბიჭი არის დაკავებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, წარმოიდგინეთ, ძალადობა, პოლციელზე თავდასხმა, ნივთის დაზიანება, ბევრი რამე არის ამ მუხლში მოცემული, 225-ე მუხლის პირველი ნაწილია ამ ეტაპზე რაც ვიცით, საქმის მასალები ჯერ არ გვაქვს. სახლიდან მოხდა მისი აყვანა. მისი პირადი მობილურია ამოღებული. აქციაზე იყო ნამდვილად, ოღონდ თავის მეგობრებთან ერთად უკანა ფლანგზე, წარმოდგენა არ აქვს რა ძალადობაზე და ოგანიზებაზეა საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!