არც ისრაელი და არც „ჰამასი“ ახლა კონფლიქტის მოსაგვარებლად იგივე მზაობას არ აჩვენებენ, როგორც გასული თვის ერთკვირიანი ზავი წინ , – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანიმ დოჰას ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, კატარი, პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს ისრაელ-ჰამასის ომის მოსაგვარებლად.
„ჩვენი, როგორც კატარის სახელმწიფოს ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გრძელდება, არ ვაპირებთ დანებებას. ვიცით, რომ ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ ვაპირებთ გავაგრძელოთ. ერთგული ვრჩებით მძევლების გათავისუფლების და ომის შეჩერების ძალისხმევის მიმართ“, – აღნიშნა კატარის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ამცირებს.
კატარის პრემიერის განმარტებით, მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმავე სურვილს, რაც ვნახეთ წინა კვირების განმავლობაში, ”- აღნიშნა კატარის პრემიერმა.