ევროპარლამენტარი თიის როიტენი – მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, – ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, ს ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული ს გზით.
„ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალურ შედეგებამდე და ეგზიტპოლებამდეც კი, იყო მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მხრიდან. ისინი არც კი ცდილობენ, არჩევნების გაყალბება დამალონ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
„მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – აცხადებს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი.