ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ დარჩება თანამდებობაზე „სრულად, მანდატის დასრულებამდე“.
მან მადლობა გადაუხადა მიშელ ბარნიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობისთვის და საფრანგეთის ულტრა მემარჯვენეები და მემარცხენეები მთავრობის დამხობის მიზნით “რესპუბლიკის საწინააღმდეგო ფრონტში” თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო