ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს

საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა სკენ მიჰყავს – მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში – ევროპელებმა, ამერიკელებმა და ზოგადად ყველამ, ვინც ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, მ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს. სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი , თბილისის მერი , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი , შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი , კახა ბექაური.