ნავთობის ფასი გაიზარდა

Brent-ის ნავთობის ფასი 8 დეკემბერს ბარელზე 75,19 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, მოთხოვნის შემცირების შიშის გამო, მთლიანობაში კვირა მაინც შემცირებული ფასებით დასრულდა. ამის შესახებ Enkorr იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე 75,19 დოლარია, რაც წინა სესიის დახურვის მაჩვენებელზე 1,14 დოლარით მეტია. ასევე, WTI-ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ელექტრონულ ვაჭრობაში გაიზარდა 0,99 დოლარით, ბარელზე 70,33 დოლარამდე.
ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ინდუსტრიის ცალკეული ქვეყნების მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებები წარმოების შემცირების შესახებ 2024 წლის პირველ კვარტალში სრულად იქნება დაცული.