Apple ინდოეთში iPhone-ის წარმოებას წელწადში 50 მილიონ ერთეულამდე გაზრდის- WSJ

Apple, თავის მომწოდებლებთან ერთად, უახლოეს 3 წელიწადში ინდოეთში ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტი iPhone-ის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ Wall Street Journal იტყობინება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ის მთავარი მომწოდებელი, Foxconn, იწყებს iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთის ქარხანაში.
Apple ამზადებს რამდენიმე ახალ მოდელს და განახლებას მომავალი წლის დასაწყისისთვის, ამით ის ცდილობს ებრძოლოს Mac და iPad გაყიდვების შემცირებას.