მიხაილ როთი – არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“ – არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს

არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი ს გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლიბერალური ფაშიზმის დასრულების“ შესახებ.
როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს მიმართავს, შეწყვიტონ „ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.
„საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ცდება. არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“, რომელიც კრემლის წესების შესაბამისად უნდა „მოისპოს“. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.