მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ემანუელ მაკრონი მის შემცვლელს არ დაასახელებს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მიშელ ბარნიეს შემცვლელს მალე დაასახელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გამო მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გუშინ მხარი 331-მა ფრანგმა დეპუტატმა დაუჭირა.