მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქტომბერში 60,2 ტონა ოქრო შეიძინეს

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქტომბერში 60,2 ტონა ოქრო შეიძინეს
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 60,2 ტონით გაზარდეს.
ეს არის რეკორდული თვიური ზრდა მიმდინარე წელს – აღნიშნავს WGC-ს ანალიტიკოსი მარისა სალიმი.
ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ ინდოეთი (26,9 ტონა), თურქეთი (16,6 ტონა) და პოლონეთი (7,5 ტონა). ეს სამი ქვეყანა 2024 წელს შესყიდვების 60%-ს შეადგენს, აღნიშნავს სალიმი. ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები აგრძელებენ დომინირებას სახელმწიფო ოქროს შესყიდვის ბაზარზე, დასძენს WGC-ს ანალიტიკოსი.
interfax