როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “ ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “ს” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 2.59%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 33.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.66 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს ბანკის” აქციების მატება 11.7%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.09%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 27.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.53 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში “თიბისის” აქციების ფასი 14.6%-ითაა გაზრდილი.

“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.2%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.02 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 466 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 26%-ითაა გაზრდილი.

წყარო – Galt & Taggart