აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
„ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იგი „ჰამასს“ იმის დროს მისცემს, რომ ის გაიმეოროს, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა“, – განაცხადა გაერო-ში -ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.„არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია“, – განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ.