“მათი ძალები სუსტდება და ამიტომაც ვერ მიდიან ხალხის დარბევაზე” –

გუშინ იყო პირველი, ყველაზე დიდი ჩამოშლა სამართალდამცავებში – ასე ეხმაურება “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულ –ის დატოვების სერიებს.
“მათი ძალები სუსტდება და ამიტომაც ვერ მიდიან ხალხის დარბევაზე. ამიტომაც, მათ ყოველდღირუად უფრო და უფრო გაუჭირდება ძალის გამოყება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გუშინ იყო პირველი, ყველაზე დიდი ჩამოშლა სამართალდამცავებში. ამაზე ინფორმაცია გვაქვს – სპეცრაზმი დატოვა არაერთმა ადამიანმა, მაღალი თანამდებობის პირებმა დატოვა და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი აგრესია საბოლოოდ ჩამოშლის იმ საყრდენს, რაზეც ისინი დგანან და ეს არის შავნიღბიანი, სამართალდამცავის ფორმაში გამოწყობილი მოროდიორები, ომონელები, რომელბცი ადამიანს არბევენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა.
ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე