ევროპელების მესამედი საპენსიო დანაზოგზე უარს ამბობს

Insurance Europe-ის საერთო-ევროპული საპენსიო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების მესამედზე მეტი უარს ამბობს საპენსიო დანაზოგზე. გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მიმდინარე ეკონომიკურმა გარემოებებმა ნეგატიურად იმოქმედა მათ საპენსიო შენატანებზე. ამის შესახებ Insurance Europe მიმოხილვაშია ნათქვამი.
თუმცა, კვლევაში განმარტებულია, რომ გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი (58%) აღიარებს, რომ მათ დამატებითი დანაზოგი დასჭირდებათ ღირსეული სიბერისთვის.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები (27%), მამაკაცებთან შედარებით (18%), არა მარტო ნაკლებს ზოგავენ პენსიაზე გასვლისთვის, არამედ უფრო მეტად არიან დარწმუნებული იმაში, რომ საკმარისი პენსია ექნებათ.
დასკვნებზე დაყრდნობით, Insurance Europe-მა ასევე გამოაქვეყნა საპენსიო პოლიტიკის რეკომენდაციების სერია, რაც ხელს შეუწყობს ევროპაში ხელმისაწვდომი და მდგრადი საპენსიო სისტემების შექმნას.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ საპენსიო პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა წაახალისონ საპენსიო სისტემების შემდგომი განვითარება და რეგულაციამ უნდა მისცეს მზღვეველებს საშუალება განაგრძონ დაცვის ფუნდამენტური როლის შესრულება. მარეგულირებლებმა უნდა გააცნობიერონ საპენსიო პროდუქტების მრავალი სარგებელი, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უფრო მარტივი და მიზანმიმართული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება და პენსიები უნდა გაციფრულდეს.