ამბროლაურის მერია – ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორივე სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შენობის სახურავები, კარ-ფანჯრები, ელ გაყვანილობისა და გათბობის სისტემები, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები.
„სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ორივე სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „Design-Build“ –მეთოდით, რომელთა ჯამური ღირებულებაც 8 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „საბა კონსტრაქშენი“ და მათი დასრულება 2025 წლის იანვრის ბოლოს იგეგმება.
რეგიონის მასშტაბით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯამური თანხით – 20 174 632 ლარი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან, ქრისტინა სთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.